თავზე ჩამოცმული პარკი, ცემა და გაუპატიურების მუქარა - ომბუდსმენი პატიმრის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პროკურორს მიმართავს
პოლიტიკა - 10:58, 27 Sep, 2017     1465
საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმრის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ მთავარ პროკურორს მიმართა.

"2017 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ბრალდებულ ს.მ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. თავდაპირველად თავის არეში დაარტყეს, შემდეგ თავზე ჩამოაცვეს პარკი და კისერთან ისე მოუჭირეს, რომ სუნთქვა გაუჭირდა. პარკი მხოლოდ მაშინ მოხსნეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ოქმზე ხელმოწერას დათანხმდა. მისი მტკიცებით, პოლიციელი ურტყამდა თავის არეში ფეხსაცმელებით. ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით, ცემის დროს გონებაც დაკარგა.

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში შესახლებისას ბრალდებულს აღენიშნებოდა დაზიანებები. ბრალდებულმა განმარტა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაზიანებების აღწერისას მათი წარმოშობის მიზეზის წერილობითი ფორმით დაფიქსირებაზე შიშის გამო განაცხადა უარი. ამასთან, ს.მ.-ს თქმით, პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და ეფექტიანად აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. ასევე, დანიშნოს და ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების იდენტიფიცირების, მათი წარმოშობის მექანიზმისა და ხანდაზმულობის დადგენის მიზნით“- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42