საქართველო კლიმატის ცვლილების ანგარიშის წარსადგენად ემზადება
პოლიტიკა - 09:49, 27 Sep, 2017     874
სასტუმრო „რუმსში“ პროექტის „გაეროს კლიმატის ცვცლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავების“ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ შომბი შარპმა მიმართეს.

გაეროს ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, ისევე როგორც პარიზის შეთანხმება, ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეთანხმებებია კლიმატის ცვლილების საკითხებზე. ყველა ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტებს, მათ შორის საქართველოც, იღებს ვალდებულებას გაატაროს კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. საქართველო გეგმავს სათბური აირის გაფრქვევის შემცირებას 15 პროცენტით საბაზისო დონესთან შედარებით.

საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება და მეორე ორწლიური ანგარიში კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მიმართ შემუშავდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ანგარიშებში შევა დეტალური ინფორმაცია საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინებების შესახებ და სათბური აირის ემისიების ინვენტარიზაცია.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42