”პატრიოტთა ალიანსი” კონსტიტუციის პროექტისთვის ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს
პოლიტიკა - 20:03, 26 Sep, 2017     1709

„საქართველოს ”პატრიოტთა ალიანსი” კონსტიტუციის პროექტისთვის ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ირმა ინაშვილის წერილშია ნათქვამი:

„პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომას "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატი დაესწრო: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი. სამივე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა და ხმა "წინააღმდეგ" მისცა! ჩვენი ფრაქციის დანარჩენი სამი დეპუტატი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო: მე, გიორგი ლომია( შეერთებულ შტატებში იმყოფება ვიზიტიად), და ზაზა მიქაძე. შესაბამისად, არც კენჭისყრაში მიგვიღია მონაწილეობა. ძალთა ამ გადანაწილებას, ამ ტაქტიკურ ნაბიჯს ერთი მარტივი მიზეზი ჰქონდა და აქვს: სხდომა ჩვენ ბოკერიებთან ერთად არ დავტოვეთ, რომ მოგვიანებით ჩვენი პროტესტი გაიგივებული არ ყოფილიყო ბოკერიების პროტესტთან და მედიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს არ შევეწუხებინეთ კითხვით,- რატომ მოვიქეცით ისე, როგორც ბოკერია. რეზიუმე- ჩვენ არა ბოკერიას დღის წესრიგით, არამედ განსხვავებული სტრატეგიით გავაპროტესტეთ ძალადობა კონსტიტუციაზე. ეს ერთი! მეორე და საინტერესო: რიგგარეშე სხდომაზე დამსწრე სამივე დეპუტატმა კონსტიტუციის წარმოდგენილი ვარიანტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ხაზს ვუსვამ- წინააღმდეგ! მაგრამ ერთი დეპუტატის ხმა, რატომღაც, ხელისუფლებამ მიითვისა და 117 მხარდამჭერს შორის აღმოჩნდა. სხდომის დასრულების შემდეგ, სამივე დეპუტატმა იგივე, უარყოფითი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა მედიასთან. თუ თეორიულად რომელიმე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა, საჯაროდ როგორ აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას? რაც აბსუდია.

გამოდის, რომ კომპიუტერული სისტემა მწყობრში არაა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ არასაიმედო სისტემით ხშირად, სხვა დროსაც ხდება კენჭისყრის შედეგების შეცვლა, მანიპულირება, გაყალბება, რაც გამოძიების საგნად უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, ვითხოვ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტის ირგვლივ. მორიგჯერ ვაფიქსირებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოზიციას: პარლამენტის ვიცესპიკერი, ჩემი სახით, დგას პარლამენტის შენობის წინ და აპროტესტებს საკონსტიტუციო უზურპაციას! სწორედ საარჩევნო დიქტატურის დამყარებაა მოშიმშილეთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი! ფრაქციის სამმა დეპუტატმა სხდომაზე მკაფიოდ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა! სამმა დეპუტატმა, მათ შორის მე, ბოიკოტის რეჟიმი აირჩია და სხდომას არ დაესწრო”, - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42