"დღეს მიღებული კონსტიტუცია, ყველა ნაწილში სჯობს წინას"- თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 17:55, 26 Sep, 2017     1034
საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მინისტრმა დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები და აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციით საპარლამენტო მოდელი, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები დაბალანსებულია და ადამიანის უფლებები კი მაღალი ხარისხით არის დაცული:

„დღეს მიღებულია კონსტიტუცია, რომელიც ყველა ნაწილში სჯობს წინას. ეს არის კონსტიტუცია, რომელიც აძლიერებს პარლამენტს და საპარლამენტო მოდელს; აძლიერებს მოსამართლეებს; აძლიერებს იუსტიციის საბჭოს როგორც ინსტიტუტს; საკონსტიტუციო ორგანოდ აქცევს ჩვენ მიერ 2015 წელს შემოღებულ საპროკურორო საბჭოს და აძლიერებს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობას; აძლიერებს ამომრჩეველს; ადამიანის უფლებების დაცვა აჰყავს უფრო მაღალ ხარისხში და რეალურად ისეთ მნიშვნელოვან აქტორებსაც კი მართლმსაჯულების პროცესში, როგორიც არის ადვოკატთა კორპუსი, უფრო მაღალ გარანტიებს სთავაზობს, და მრავალი სხვა სიკეთეა ამ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი. ამიტომაც ამ ტექსტს მივესალმები. მივესალმები ყველა დეპუტატის მხარდაჭერას, რომელი პარტიიდანაც უნდა იყოს, ვინც ხმა მისცა კონსტიტუციას, რადგან ეს არის ტექსტი, რომელიც მომავალში გამორიცხავს − ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში − ხელისუფლების უზურპაციას და, ასევე, გამორიცხავს, რაც მე მახსოვს თანამდებობაზე ყოფნისას, რომ ადამიანებს შორის შეიძლება არ იყოს კეთილი ურთიერთობები და ამან გამოიწვიოს ინსტიტუტებს შორის კრიზისი. ეს ყველაფერი არის ამიერიდან გამორიცხული და ეს ეპოქა არის დამთავრებული.

მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მიკროფონებში მეტი დამაჯერებლობისთვის ბევრს ყვიროდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რეალური არგუმენტები, როდესაც ნახეს ვენეციის კომისიის დასკვნა; როდესაც ნახეს, რომ რეალურად ეს კონსტიტუცია ყველა ინსტიტუტს აძლიერებს და ქვეყანა კარგ, პროგრესულ მომავალზე არის ორიენტირებული. მათ როგორც სჩვევიათ, დატოვეს, გაიქცნენ. ისინი გარბიან დარბაზებიდან. ისინი, ასევე, გაიქცნენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომიდან, იმიტომ, რომ მათ აღარ აქვთ სხვა ძალა, გარდა იმისა, რომ გაიქცნენ და შექმნან შოუ. მთავარი ეს არ არის, მთავარი არის მომავალი; ამ კონსტიტუციის პირობებში კი ის არის დაბალანსებული საპარლამენტო მოდელი, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებები, მაღალი ხარისხით დაცული“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42