საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა
პოლიტიკა - 17:36, 26 Sep, 2017     1046
27-29 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისსპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინი ეწვევა.

კრისტიან ვიგენინი შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელთან ნატალია ჯალიაშვილთან.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. კრისტიან ვიგენინის ჩამოსვლის მთავარი მიზანია უკეთ გაეცნოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებას, ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და ამ პროცესში პარლამენტის როლზე. ასევე, განვიხილავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების სოციალურ პრობლემებს და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა კონფლიქტის საკითხების განსახილველად და მსურს ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კრისტიან ვიგენინი წეროვანში და თბილისის ზღვის ახალ უბანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42