ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ნატო ჩხეიძემ აკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ხმა მისცა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ჩხეიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, მისი პარტიის ორმა წევრმა ემზარ კვიციანმა და ადა მარშანიამ ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცეს.
"რა მოხდა, ეს შეგიძლიათ, აპარატს ჰკითხოთ. სხდომაზე 117 დეპუტატი იყო და კონსტიტუციურ პროექტს ხმა ამდენივე დეპუტატმა მისცა, მაშინ როცა მე, ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ხმა წინააღმდეგ მივეცით. არ ვიცი, რა მოხდა. ჩვენ ხმა წინააღმდეგი მივეცით, მაგრამ რატომღაც სხვანაირად დაფიქსირდა. ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რაც იშვიათად არა, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე", - განაცხადა ჩხეიძემ.
საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ რიგგარეშსე სხდომაზე საკონტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები






