ლევან დავითაშვილი ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებას დაესწრო
პოლიტიკა - 17:03, 26 Sep, 2017     934
„დღევანდელ შეკრებას ჩვენი ქვეყნის 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ახალგაზრდა ფერმერი ესწრება, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს მიერ დასახული მიზანი, აგრარული დარგი ყოფილიყო მიმზიდველი ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რომ დაწყებული იმ პოტენციალის ათვისება, რაც ქვეყანაში არსებობს, მიღწეულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს.

შეხვედრაზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ოთხი პროექტი - ფერმერთა სათათბირო, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“ და ახალი სახელმძღვანელო „გზა ფერმერობისკენ“ - გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

აღინიშნა, რომ ფერმერთა სათათბიროს შექმნის უმთავრესი მიზანი საკანონმდებლო პროცესებში ფერმერთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაა.

„სათათბირო, რომელიც დღეიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, იქნება კიდევ ერთი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება აზრთა გაზიარება, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა, საჭიროებების იდენტიფიცირება,... სათათბირო დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტად იყოს სახელმწიფო პროექტები მორგებული ფერმერსა და მეწარმეზე“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბების პროცესში ფერმერებისთვის შესაბამისი ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ სულ უფრო მეტი ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. არაერთი გარემოების (კლიმატი, საერთაშორისო ფისკალური პოლიტიკა, საერთაშორისო ბაზრების კონიუნქტურა...) გამო, აგრარული დარგი სულ უფრო ხშირად დგას გამოწვევების წინაშე, რასთანაც გამკლავება მხოლოდ შესაბამისი ცოდნით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებს სახელმძღვანელოს შექმნისთვის გაწეული სამუშაოსთვის.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფერმერთა ასოციაციას და შეკრებილ ფერმერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით სათათბიროს დაფუძნება მიულოცა და წარმატება უსურვა.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42