"როცა ხალხს ართმევ არჩევანის უფლებას, მაშინ ხალხი იტოვებს უფლებას სხვაგვარად შეცვალოს ხელისუფლება"- ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 15:51, 26 Sep, 2017     1211
"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ხალხს არჩევანის უფლება წაართვა.
"საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, სხვადასხვა ძალა, სხვადასხვა დროს იბრძოდა სამართლიანი არჩევნებისთვის. რომ არცერთ ხელისუფლებას არ მისცემოდა შესაძლებლობა არჩევნები გაეყალბებინა. "ქართულმა ოცნებამ" კი ყველაზე თავხედური და ორიგინალური მეთოდი შემოგვთავაზა ხელისუფლების უზურპაციის. მან საერთოდ გააუქმა არჩევნები. გააუქმა პრეზიდენტის არჩევა, საკუთარ თავის მოარგო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმ რეალობაში როდესაც ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაერთვა. ანუ ყველაზე მთავარი, რამაც ჩვენ ქვეყანას სიკეთე მოუტანოს - არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის უფლება. დღეს ქართულმა ოცნებამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, რადგან როცა ხალხს ართმევ არჩევანის უფლებას, მაშინ ხალხი იტოვებს უფლებას სხვაგვარად შეცვალოს ხელისუფლება"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ედპ-ს ლიდერმა "დაიცავი კონსტიტუციაში" შემავალი პოლიტიკური პარტიების სახელით მადლობა გადაუხადა საპარლამენტო ოპოზიციას და თქვა, რომ კოლეგებმა "ხელისუფლება საბოლოოდ გააშიშვლეს".

"მადლობა მინდა ვუთხრა საპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ გააშიშვლა ხელისუფლება და დატოვა ე.წ. კონსტიტუციასთან, წესდებასთან ერთად. საზოგადოებამ დაინახა მათი გეგმები. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი დღეს იწყება. ყველა შეთანხმებულები ვართ ერთ დეტალზე არავინ შეეგუება საქართველოში ასეთი კონსტიტუციის არსებობას. ეს იქნება ყველაზე უდღეური კონსტიტუცია, რომელიც ყველაზე მოკლე პერიოდში იარსებებს ამ ქვეყანაში"- აღნიშნა ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42