"ეს არის კლანური კონსტიტუცია, ხელისუფლება უბიძგებს ხალხს გამოვიდეს ქუჩებში"- ნიკა მელია
პოლიტიკა - 14:33, 26 Sep, 2017     1478
ქუთაისის პარლამენტის შენობასთან, „დაიცავი კონსტიტუციას“ ფარგლებში გაერთიანებული პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ. ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებით ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით „ქართული ოცნებამ“ განიზრახა კლანური კონსტიტუციის მიღება, რომელიც აბსოლუტურად შორსაა კონსენსუსისგან:

„დღეს არის ძალიან სამწუხარო დღე, დღე როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა ხორცი შეასხას არათუ ერთპარტიული, არამედ კლანური კონსტიტუციის მიღებას. კონსტიტუცია, რომელიც არ ეფუძნება თანხმობას, რომელიც აბსოლუტურად შორსაა კონსენსუსისგან. მთელი ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ავტორიტრტული ორგანიზაციების საწინააღმდეგო მოსაზრების მიუხედავად „ქართული ოცნება“ მაინც აპირებს ამ განზრახვის შესრულებას. ის რომ ბატონი კობიაშვილი და ბატონი კალაძე, ბატონი ვოლსკი და ქანთარია, ქალბატონი ენძელა და ქალბატონი ბესელია შეთანხმდნენ და აქ არის თანხმობა, არ ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან მათ მანდატები ყოფნით , უნდა მიიღონ ეს დიქტატორული კონსტიტუცია, რომელიც ქართულ სახოგადოებას უკარგავს შანსსაც კი რომ გადაირჩიოს მთავრობა. ასეთი ქმედებები იწვევს იმას, რაც არაერთხელ მომხდარა, ხელისუფლება უბიძგებს ხალხს გამოვიდეს ქუჩებში. ეს თუ არ იქნება ხვალ, ეს იქნება ზეგ, წარმოუდგენელია სხვაგვარად განვითარდეს. ვგეგმავთ იმას რაც უნდა დაგეგმოს ნებისმიერმა თავმოყვარე საზოგადოებრივმა ჯგუფმა თუ პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ძალამ, არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ შევეგუოთ ამას, სხვა გამოსავალს არ ტოვებს ხელისუფლება. მათ იციან, რომ თუ მიიღებდნენ იმ კონსტიტუციას, რომელიც უნდა მიეღოთ, ისინი ავტომატურად კარგავდნენ ხელისუფლებას.“- განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42