"ეს არის ექსკლუზიური იდიოტიზმი. მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი, რომ პარტიის ლიდერი სხვა პარტიის სიით იყრიდეს კენჭს. ასეთი რამ წარმოუდგენელია. რომ ნახოთ გინესის წიგნში არის ეს სამი ადამიანი შესაყვანი, რომლებიც აფიქსირებენ, რომ ისინი პარტიის ლიდერები არიან და სხვა პარტიის სიით აქვთ კენჭი ნაყარი. ბლოკში კი არ არიან, სხვა პარტიის სიით აქვთ კენჭი ნაყარი. ესეთი ადამიანები სირცხვილით ხმას არ უნდა იღებდნენ. მათ რბილად რომ ვთქვათ, უხარისხო გადაწყვეტილებით თვითონ თქვეს თავიანთ პარტიებზე უარი. აქიდან გამომდინარე სუბიექტებზე საუბარი უხერხულია. ისინი თავის თავს ოთხ სუბიექტს უწოდებენ"- აცხადებს გია ხუხაშვილი.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ოთხი პოლიტიკური სუბიექტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "უპასუხისმგებლო და ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, თითქოს ახალი კონსტიტუცია მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით".
მასალის გამოყენების პირობები






