ექსკლუზივი: "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ შიდა კვლევაში ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლიდერობს
პოლიტიკა - 16:14, 26 Sep, 2017     7645
“ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ქალაქ ზუგდიდის ხუთივე ზონაში შიდა კვლევა ჩაატარა. მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ 30 სოფლის მოსახლეობაც გამოკითხა.

როგორც ინფორმირებულმა წყარომ ზუგდიდან გვაცნობა, კვლევის შედეგები „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საღამოს მიიღო, როცა „ტვ.პირველის“ ეთერში მერობის კანდიდატთა ცხარე დებატები მიმდინარეობდა.

კვლევის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ლევან კონჯარიას გამოკითხულთა 37%-მა დაუჭირა მხარი. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიას სასარგებლოდ კი გამოკითხულთა 32%-მა დააფიქსირა აზრი. შემდეგ 2%-ით მოდის „ევროპული საქართველო“ და მისი მერობის კანდიდატი ლელა ქებურია. 2% აქვს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ზვიად სიჭინავასაც.

მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა სულ 3000 მოქალაქე გამოკითხეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა.

ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მხოლოდ მერს და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.

ზუგდიდში მერობის 7 კანდიდატია დარეგისტრირებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42