საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის მტავარი დოკუმენტის ერთპარტიულ რეჟიმში დასამტკიცებლად ემზადება. კონსტიტუციას მესამე მოსმენითაც მხარს მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები დაუჭერენ.
„ეს არის კრიზისის შემქმნელი კონსტიტუცია, არავინ შეეგუება ამ ძალადობას, მივიღებთ მონაწილეობას ამ კონსტიტუციის განხილვაში, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ რაც კი არის შესაძლებელი, როგორც დარბაზში, ასევე ქუჩაში, როგორც კალმით, ასევე სიტყვით, ჩვენ ხალხს გავაგებინებთ რომ ეს ხელისუფლება არის უზურპატორი“, - აღნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.
პრეზიდენტის უარის მიუხედავად დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე მაინც იკრიბებიან. კენჭისყრა 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.
დღევანდელი სხდომა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის ფონზე ჩაივლის, აქცია 13:30 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






