საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის მტავარი დოკუმენტის ერთპარტიულ რეჟიმში დასამტკიცებლად ემზადება. კონსტიტუციას მესამე მოსმენითაც მხარს მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები დაუჭერენ.
პრეზიდენტის უარის მიუხედავად დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე მაინც იკრიბებიან. კენჭისყრა 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.
„დღეს ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც არის ევროპული ფასეულობების და ღირებულებების გამომხატველი, ამავდროულად არის ეროვნული ინტერესების გამომხატველი. ეს იქნება კონსტიტუცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის ღირსეული განვითარება და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხდება ისეთი ევროპული და ეროვნული ღირებულებების გამომხატველი კონსტიტუციის მიღება, როგორი კონსტიტუციის მირებაც ვერ შეძლო აქამდე ხელისუფლებაში მყოფმა ვერცერთმა ძალამ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დღევანდელი სხდომა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის ფონზე ჩაივლის, აქცია 13:30 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






