...
Ираклий Закарейшвили добавил 2 новых фото.
4 ч ·
ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრის ლერი წერეთლის 11.12.2012 წ. ჩვენებიდან ირკვევა, რომ გირგვლიანის მკვლელობის პერიოდისთვის, ბადრი პატარკაციშვილის პირად უსაფრთხოებას და საცხოვრებელ სახლს იცავდნენ რუსეთიდან სპეციალურად ჩამოყვანილი პირები. სწორედ მათთან შეთანხმდა ბაღათურიას ხალხისთვის ვიდეოფირების გადაცემის საკითხი. გაკეთბული ყოფილა ჩანაწერების რამოდენიმე ასლი. რამოდენიმე დღეში, გირგვლიანების ოჯახის მოთხოვნით რუსებმა მათ გადასცეს ეს ფირი გიორგი კალანდარიშვილის ხელით, რომელიც იყო სანდრო გირგვლიანის ძმაკაცი და ბადრი პატარკაციშვილის "სტანდარტ-ბანკის" გენერალური დირექტორი. (იხ. 2 ფოტოასლი)
Фото Ираклия Закарейшвили.
Ираклий Закарейшвили
3 ч ·
იცით თუ არა, რომ: -
ე.წ. "გირგვლიანის საქმის" გამოძიების დროს, შეგნებულად გაშიფრეს და რუსეთის სპეცსამსახურებს გამოსაყენებლად ხელში ჩაუგდეს 2006 - 2008 წლებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყველა თანამშრომლის დემოგრაფიული მონაცემები - მათი მისამართები, ტელეფონები და ა. შ. (299 თანამშრომელი).
____________________
ეს არის კატასტროფა!!!
Фото Ираклия Закарейшвили.
................................................................................................
P.S.
ზემოთ ირაკლი ახსენებს ბადრი პატარკაციშვილის დაცვის საქმეში " რუსეთიდან სპეციალურად ჩამოყვანილ პირებს".
არ გაინტერესებთ ვინ იყვნენ ეს "პირები"?
ანდრეი ლუგოვოი და დიმიტრი კოვტუნი. დიახ, დიახ ზუსტად ისინი ვინც ლიტვინენკოს პოლონიუმიანი ჩაი დაალევინეს ლონდონში, პუტინის უსაზღვრო ნდობით აღჭურვილი პირები და მისი სპეციალურ დავალებათა უნაკლოდ შემსრულებლები. მათი "მოღვაწეობის" ხანას ემთხვევა ბადრის გააქტიურება მიშას წინააღმდეგ და ცნობილი 7 ნოემბრის მოვლენები, "იმედის" გადიუშნიკის ძირგამომთხრელი საქმიანობა, გიგანის მანქანის აფეთქება აჭარასთან...შემდეგ ალბათ იმის გამო, რომ ბადრიმ "ბოლომდე ვერ ივარგა", გაიშიფრა კოდუასთან, "ბევრი იცოდა" და ასევე მათ ბადრის გარდა საქართველოში ქონდათ "პლან "ბ", ის ლონდონში გაუყენეს ლიტვინენკოს გზას. უყვარს პუტინს ლონდონი!
მასალის გამოყენების პირობები






