“116 დეპუტატის თანხმობა არის იმაზე, რომ ახალ კონსტიტუციურ კანონს ექნება მხარდაჭერა”- პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა - 17:42, 25 Sep, 2017     888
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება ოქტომბრის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი, ხოლო მესამე მოსმენით მას პარლამენტი მარტის თვეში მიიღებს.

„ჩვენ გვქონდა უკვე კონსულტაციები მმართველი გუნდის შიგნით, მათ შორის, 116 დეპუტატთან და 116 დეპუტატის თანხმობა არის იმაზე, რომ ამ დოკუმენტს ექნება მხარდაჭერა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან თამამად შევთავაზეთ ვენეციის კომისიას ამ დოკუმენტის ინიცირება და დავდეთ პირობა, რომ ეს დოკუმენტი იქნება მიღებული, რაც გაითვალისწინებს ბონუსის ამოღებას კონსტიტუციიდან და ერთჯერადად ბლოკების დატოვებას.

ინიცირება იურიდიულად შესაძლებელია მას შემდეგ, რაც უკვე საბოლოოდ გამოქვეყნდება არსებული დოკუმენტი. ჩვენ შესაბამისად, ვეტოს შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში იქნება ინიცირება შესაძლებელი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში, ანუ ბოლო სასესიო კვირაში მივიღოთ ეს დოკუმენტი ორი მოსმენით და ამის შემდეგ, უკვე მარტის თვეში, ჩვენ შეგვეძლება, მივიღოთ შესაბამისი დოკუმენტი მესამე მოსმენით. შესაბამისად, საბოლოო სახით ეს დოკუმენტი ჩამოყალიბდება უკვე მარტის თვეში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია ჩიხშია შესული.

„ბონუსი იყო ჩადებული პროექტში იმ პირობებში, როდესაც ჩვენ საუბარი გვქონდა 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე. პროპორციული სისტემა შეიცავს სერიოზულ რისკებს სტაბილურობის კუთხით და სწორედ ამ რისკების დაბალანსებას ემსახურებოდა ბონუსის სისტემა და სწორედ ამიტომ გვეწერა ჩვენ ბონუსი იმ დოკუმენტში, რომელიც გამოვიდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიდან. ეს იყო მიზეზი. ჩიხში არაფერი არ არის შესული. ჩიხში შესულია მხოლოდ ოპოზიცია თავისი პრეზიდენტის და თავისი ე.წ. 20 პოლიტიკური პარტიის ჩათვლით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩიხში. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტი ხვალ მიიღებს მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, შესაბამისად, აქ აბსოლუტურად უადგილოა ჩიხზე საუბარი. ჩიხში არის ოპოზიცია პრეზიდენტის ჩათვლით“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2020 წელს პროპორციული სისტემაზე გადასვლის პირობებში აუცილებელი იქნებოდა ბონუსის სისტემის ამოქმედება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც პროპორციული სისტემა უნდა ამოქმედებულიყო 2020 წელს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შესაბამისი პოლიტიკური ნება მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაში, იმ პირობებში არათუ მიზანშეწონილი, აუცილებელი იყო ბონუსის ამოქმედება, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ვერ დავაყენებდით დესტაბილიზაციის რისკის ქვეშ. ამიტომ, ბონუსი იყო აუცილებელი ელემენტი პროპორციული სისტემის ამოქმედებისთვის 2020 წელს. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ბონუსი კონსტიტუციაში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42