“პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია მთლიანად არის აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას“- ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 17:21, 25 Sep, 2017     1014
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას მთლიანადაა აცდენილი.

შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები - „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა.

„რა შენიშვნებიც იყო წარმოდგენილი ამ დოკუმენტში, არცერთ ამ შენიშვნას ვენეციის კომისია არ იზიარებს გარდა ერთისა. ვენეციის კომისიამ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედება. პრეზიდენტის არცერთ სხვა შენიშვნას არ იზიარებს ვენეციის კომისია. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვიწონა არაპირდაპირი არჩევა პრეზიდენტის-ეს პირდაპირ წერია ვენეციის კომისიის წინა დასკვნაში. უფლებამოსილებებთან დაკავშირებით არცერთი შენიშვნა ვენეციის კომისიას არ აქვს, ასევე, მთავრობის საკითხებთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა. უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა და თავდაცვის თავთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა ვენეციის კომისიის დასკვნაში. შესაბამისად, პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია არის მთლიანად აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას. ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვცა ძალიან პოზიტიური დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, ვენეციის კომისია არ იზიარებს პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის შენიშვნებს საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით და ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პროპორციული სისტემა, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია 5 პროცენტიანი ბარიერი პარტიებისთვის, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს ელოდება. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ვეტო იმ დოკუმენტის შესაბამისი იყოს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 20 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შეიმუშავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42