"უვარგისი კონსტიტუციის მიღებას ყველანაირი გზით უნდა დავუპირისპირდეთ" - ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს
პოლიტიკა - 13:57, 25 Sep, 2017     1066

უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას გეგმავს, ოპოზიცია კი სამოქმედი გეგმაზე ამ წუთებში "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ოფისში მსჯელობს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა აცხადებს, რომ "უვარგისი კონსტიტუციის დამტკიცების წინააღმდეგობის გაწევა ყველას ვალია".

"ფაქტია, რომ ქართული ოცნება ვერ ხვდება, იმას რაც ბავშვისთვისაც ნათელია. ვენეციის კომისიამაც ამცნო ყველას, მათ შორის ხელისუფლებასაც, რომ დღევანდელი პროექტი არ ვარგა. ის გამორიცხავს დემოკრატიული გარანტიების არსებობას კონსტიტუციაში. რეალურად ქვეყანაში ძალაუფლების ბალანს არღვევს. ხალხს ართმევს უფლებას აირჩიოს პრეზიდენტი და არის ერთპარტიული, ანუ მიღებული საერთო თანხმობის, კონსენსუსის გარეშე. ეს არის უვარგისი კონსტიტუცია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ყველა ჩვენგანის ვალია. მარტო პოლიტიკოსების და პარტიების კიარა, ყველასი - კონსტიტუცია მთელი ქვეყნის დოკუმენტია"- განაცხადა ნიკა რურუამ.

მისი თქმით, ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს "ყველანაირი გზით უნდა დაუპირისპირდნენ".

"მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებთან უნდა ვაწარმოოთ დიალოგი, პირველ რიგში საზოგადოებასთან, რომ ამ უვარგის, არალეგიტიმურ დოკუმენტს დღეგრძელობა არ ჰქონდეს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც გარანტირებას ახდენს ქვეყანაში ოლიგარქიის დაფძნების, არა კანონის უზენაესობის, არამედ კანონით უზენაესობის"- თქვა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი თქმით, "თვითონ მოქმედება დაგვანახებს რას აკეთებს ოპოზიცია და საზოგადოება". ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს.

"კონკრეტულ გეგმებზე ახლა არ ვისაუბრებთ. არაფერს გამოვრიცხავ. პირიქით, გამოვრიცხავ უმოქმედობას, არ შეიძლება შევეგუოთ იმას, რომ ხალხს არ შეეძლოს არჩევნებით ხელისუფლების ცვლა. დღეს რაც ხდება, ეს არის მხოლოდ იქითკენ მიმართული, რომ ქართულმა ოცნებამ თბილად უზრუნველყოს ხელისუფლებაში დარჩენა, რაც შეიძლება დიდი ხნით რასაც არ უნდა ფიქრობდეს ხალხი. ხალხს ისინი უყურებენ, როგორც ცხვრებს. ეს კონსტიტუცია ამის ნიშანია, ამის დაშვება არ შეიძლება. პირიქით, საპროტესტო აქციებს კი არ გამოვრიცხავ, აუცილებელია წინააღმდეგობის გაწევა და ამ ინიციატივის დამარცხება"- აღნიშნა ენმ-ს წევრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42