"ეს ადამიანი თავად არის დაკავშირებული ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან"- ანდრიაძის სკანდალური განცხადება ომბუდსმენზე
პოლიტიკა - 13:08, 25 Sep, 2017     1468
საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე სახალხო დამცველს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის ფონზე, ლაზების საქმის იგნორირებაში ადანაშაულებს და ეჭვობს, რომ უჩა ნანუაშვილი თავად არის ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან დაკავშირებული. აღნიშნული განცხადება ანდრიაძემ გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში გააკეთა:

„მე მიკვირს, საზოგადოების ეს ორმაგი დამოკიდებულება. მაგალითად, სახალხო დამცველი ლამის ისტერიკაშია ჩავარდნილი ემრე ჩაბუქის საქმეზე და ხმას არ იღებს საქართველოს პატრიოტი ლაზების საქმეზე. პირდაპირ გეუბნებით , რომ უჩა ნანუაშვილი, მინიმუმ, არის უპასუხისმგებლო, რომელსაც გართულება აქვს პროქართულად განწყობილი ნებისმიერი ადამიანის მიმართ. ჩვენ მივმართეთ წერილობით და ხმაც კი არ ამოუღია. ზრდილობის გამო, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. არაერთხელ მოვითხოვე სატელევიზიო დებატები, მაგრამ არ მოდის პირდაპირ ეთერში, რომ დავუმტკიცო მისი უპასუხისმგებლო ქმედებები. არსებობს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს ადამიანი თავად არის დაკავშირებული ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ის ადამიანები, ვინც თავგამოდებით იცავენ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და არაფერს ამბობენ საქართველოს პატრიოტი ლაზების შესახებ.“- აცხადებს ანდრიაძე.

შეგახსენებთ, პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა „ციანიდის საქმეზე“ გაკეთებული ჩვენებისას განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილის და გიორგი ანდრიაძის ხელშეწყობით პატრიარქის სახლში თურქეთის მიერ ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული პირები აფარებდნენ თავს. ანდრიაძე ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი არა ტერორიზმში ბრალდებულები, არამედ პატრიოტი ლაზები იყვნენ, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მართვის სტილს აპროტესტებდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42