თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო
პოლიტიკა - 12:41, 25 Sep, 2017     922
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ქარაზანაშვილმა და DIB-ის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მსმენელებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის ბრიტანელმა მრჩეველმა ალექს პოლმაც მიმართა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რჩევით მოწვეული ექსპერტი, ჯონ ჩეშაირი ტრენინგის მონაწილეებს ოთხი დღის განმავლობაში ეფექტიან ტესტირებაზე, ადამიანური რესურსების, ინფორმაციის მართვასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრება.

შიდა აუდიტის ტრენინგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით წელს მესამედ იმართება.

კურსში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა საჯარო უწყებების შიდა აუდიტორები იღებენ. სემინარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტიც არის წარმოდგენილი, რომელიც შიდა აუდიტის რეფორმის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის - სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის - მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მისი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42