თავდაცვის მინისტრი კანადაში „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:11, 25 Sep, 2017     872
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობს. ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით ტორონტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება. ლევან იზორია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ქართველი სამხედროების საგულშემატკივროდ „Air Canada Centre“-ში „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო.

სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული თავდაცვის სამინისტროს გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) სპორტის 6 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში.

თამაშებში მონაწილე ქართველი სამხედროებისა და ტორონტოში თავდაცვის მინისტრის ვიზიტის აღსანიშნავად, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ელჩის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრი Invictus Games-ის მონაწილე დაჭრილ ქართველ სამხედროებს გაესაუბრა და საერთაშორისო ასპარეზობაში წარმატებები უსურვა.

მიღებას თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებისა და Invictus Game-ში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად სამხედროების ოჯახის წევრები, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კანადური კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და კანადაში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ. მიღების ფარგლებში საელჩოს მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენაც მოეწყო, რომელიც საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას მიეძღვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42