გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში “მინამატას პროექტის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 09:39, 25 Sep, 2017     849
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „მინამატას პროექტის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

მინამატას კონვენცია აწესებს რიგ ვალდებულებებს სხვადასხვა წარმოებიდან ვერცხლისწყლის გავრცელებაზე, ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქტების გამოყენებასა და წარმოებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე, ასევე ოქროს მცირემაშტაბიან მოპოვებაზე, რომელიც ვერცხლისწყლის გავრცელების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.საქართველო აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო მოლაპარაკებაში კონვენციის მიღების თაობაზე. ქვეყანამ ხელი მოაწერა ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციას და ამჟამად მისი რატიფიცირებისათვის ემზადება.მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

კონვენციის სახელი უკავშირდება იაპონიის ქალაქს მინამატას, სადაც გასული საუკუნის 50-იან წლებში ადგილობრივი საწარმოს მიერ მინამატას ყურეში ვერცხლისწყლით დაბინძურებული წყლის ჩაშვების შედეგად მოიწამლა ათი ათასობით ადამიანი.

შეხვედრა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის “მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცების “ ფარგლებში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42