"შაბათის კურიერში" გასული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ალეკო სამუშიას ციხე შეუცვალეს
პოლიტიკა - 12:29, 24 Sep, 2017     10321

სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტს, ალეკო სამუშიას, "შაბათის კურიერში" გასული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, გვიან ღამით, ციხე შეუცვალეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ავრცელებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ "რუსთავიუ 2"-ში გასული ინტერვიუს შემდეგ მოხდა მსჯავრდებულთან გასაუბრება, რა დროსაც სამუშიას, უსაფრთოების დაცვის მიზნით, შესთავაზეს დახურული ტიპის დაწესებულებაშ გადაყვანა, რაზედაც მან თანხმობა განაცხადა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ზვიად კუპრავა, რომელიც აცხადებს, რომ მისი მტკიცებით, სამუშია გლდანის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სპეციალური კორპუსიდან, რუსთავის ციხეში სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

„დამიკავშირდა ალექსანდრე სამუშიას თანამესაკნე, რომელმაც მითხრა, რომ გუშინ გვიან ღამით მასთან შემოვიდა ბადრაგი და ბადრაგმა ის გადაიყვანა რუსთავის მე-6 დაწესებულებაში, რომელიც არის რთული ტიპის დაწესებულება, მძიმე დაწესებულება, სადაც სასჯელს იხდიან განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულში ბრალდებული დამნაშავეები. არის სამარტოო საკნები და ის იქ იმყოფება და მას მოუწევს იქ მოუწევს ძალიან რთულ ვითარებაში ყოფნა, მთელი ამ დარჩენილი წლების ძალიან რთულ მდგომარეობაში გატარება. ეს მისთვის არის ტანჯვის ტოლფასი და მთხოვეს მათ, რომ იქნებ დავხმარებოდი ალეკო სამუშიას. მას შემდეგ, რაც სიუჟეტი გავიდა "შაბათის კურიერში“ წუხელ, გვიან ღამით, სიუჟეტის შემდეგ შემოვიდნენ ბადრაგების თანამშრომლები, რომლებმაც მოახდინეს მისი გადაყვანა,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42