ძლიერმა წვიმამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყერი და ღვარცოფი გამოიწვია. ძლიერი წვიმა ქობულეთში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
სოფელ ქობულეთში ერთდროულად ათამდე მეწყრული კერა გააქტიურდა. სამაშველო სამსახურს დახმარებისთვის 60 მდე ოჯახმა მიმართა. მაშველებმა ხუთი ოჯახი საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს.
ცენტრალურ გზაზე ჩამოშლილია მიწა, მოგლეჯილია ხეები. მოვარდნილმა ღვარცოფმა ცალკეულ უბნებში განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა შექმნა.
სოფელ ქობულეთში გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, საიდანაც მაშველებმა ოთხი მოქალაქე ამოიყვანეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
მეწყერმა და ღვარცოფმა სოფელი კონდიდი და წყრავროკარიც დააზიანა.
ამ დროისთვის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა აღდგენილია.


მასალის გამოყენების პირობები






