სპეც სამსახურების საიდუმლო აგენტმა „კურიერს“ ინტერვიუ მისცა. პატიმარი გლდანის ციხიდან დუმილს არღვევს და ჰყვება რა დავალებებს აძლევდნენ მას ოკუპირებულ აფხაზეთში. მისი თქმით, სია გრძელი იყო, რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი ალექსანდრე სამუსიას დიდი ფულის სანაცვლოდ ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და ლევან ვარშალომიძის ლიკვიდაციას სთხოვდა.
სცენარი გაწერილი იყო: მერაბიშსვილი პოლიციის შენობი გახსნაზე უნდა მოეკლათ, ვარშალომიძე კი ბათუმში.
პატიმარი, რომელმაც ინტერვიუ „კურიერს“ მისცა, აღიარებს, რომ საიდუმლო ოპერაციის დასრულება ოკუპირებულ რეგიონში თავად გადაწყვიტა და ქართველების მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ვალმელ ბუთბა მოკლა. მკვლელობის შემდეგ ბუთბასა და მისი მეგობრები ცხედრები მანქანიდან გადმოყარეს, თავად საიდუმლო აგენტი კი გაიქცა.
სამუშიამ 10 წლის შემდეგ გადაწყვიტა ალაპარაკება, რადგან დარწმუნებულია, რომ მას რუსული სპეცსამსახურებისგან საფრთხე ემუქრება და დარწმუნებულია, რომ შესაძლოა იგი საჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოკლან.
მასალის გამოყენების პირობები






