„მმართველ პარტიას უტიფრობის სენი შეეყარა“ - ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნასა და ხელისუფლების განცხადებებზე
პოლიტიკა - 16:22, 23 Sep, 2017     1151

საკონსტიტუციო რეფორმა და ვენეციის კომისიის დასკვნა - აღნიშნულ საკითხზე ორი დღეა პოლიტიკურ სპექტრში მწვავე განცხადებები კეთდება. ვენეციის კომისსიამ გუშინ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელსაც მმართველი გუნდი დადებითს უწოდებს, ოპოზიცია კი უმრავლესობას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისამ გაიზიარა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების პოზიციები:

„ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად გაიზიარა სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიების პოზიცია, თქვა, ის საკითხი რომ პროპორციულ სისტემაზე არ გადავდივართ 2020 წლიდან, არის ზიანის მიყენება ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისთვის და ქყვეყნის სამართლებრივი განვითარებისთვის“, - აღნიშნავს ნინო გოგუაძე.

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულების დადებითაც წარმოჩენას ცდილობს:

„მმართველ პარტიას, მის წარმომადგენლებს ან ტექსტის წაკითხვის და აღქმის პრობლემა აქვთ ან უტიფრობის სენი შეეყარათ. ვფიქრობ, უტიფრობის სენი აქვთ შეყრილი, როდესაც ცდილობენ, წარმოაჩინონ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთლიანად საზოგადოების და რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება საკონსტიტუციო გადატრიალების მიმართ დადებითად,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

პოლიტიკური ერთობა „ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ დასკვნაში ვენეციის კომისამ ხაზი გაუსვა ყველა იმ პრობლემას, რაც საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით არსებობს:

„ცრუ ჟივილ-ხივილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ განახორციელა, ეს იყო ჩვეუებრივად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ძალიან მარტივად, გასაგები ენით ვენეციის კომისიამ ცალსახად ხაზი გაუსვა ყველა იმ პრობლემურ და ნეგატიურ საკითხს, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42