საკონსტიტუციო ცვლილებები და ვენეციის კომისიის დასკვნა - საკითხს „ერთიაი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ეხმაურება. პოლიტიკოსის განცხადებით კომისია საკმაოდ მკაცრი იყო კონსტიტუციის ახალი დოკუმენტის შეფასებისას.
„თუ საკონსტიტუციო უმრავლესობამ მიიღო ის ვარიანტი საკონსტიტუციო ცვლილების, რომელიც წარდგენილია და რომელზეც კატეგორიულად ცუდი დასკვნაა ვენეციის კომისიისგან, ეს იქნება ქართული დემოკრატიის გადავადება. რაც შეეხება ქართული ოცნების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, კობახიძის განცხადებებს, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვეულებრივად მოსახლეობის გაბითურება, ვინაიდან უმრავლესობამ შეადგინა ერთი დოკუმენტი, წარუდგინა იგი ვენეციის კომისიას, შემდეგ ჩამოიტანა მეორე დოკუმენტი, ხოლო ახლა აპირებს მესამე დოკუმენტის მიღებას,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






