„ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითადაა შეფასებული ყველა საკითხი, რის გამოც მთელი წელი გვაკრიტიკებდნენ“ - თამარ ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 11:55, 23 Sep, 2017     1264

საკონსტიტუციო ცვლილებები და ვენეციის კომისიის დასკვნა - აღნიშნულს უმრავლესობის რიგებში ეხმაურებიან. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ დასკვნით დადებითადაა შეფასებული ყველა საკითხი, რის გამოც ოპოზიცია და არამხოლოდ, მთელი წელი მმართველ გუნდს აკრიტიკებდა:

„ამ რეფორმით ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არ გააკეთა არც ერთმა ხელისუფლებამ და არ გააკეთებდა არც მომავალში - ფუნდამენტურად ვცვლით პოლიტიკურ სისტემას და საფუძველს ვუყრით ჯანსაღი და კონკურენტული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის გარანტიაა. ვენეციის კომისია მიესალმება პრეზიდენტის არჩევის წესსა და უფლებამოსილებებს, უშიშროების საბჭოს გაუქმებას, პარლამენტის არჩევის სისტემის შეცვლას და სხვა მრავალ ცვლილებას. დასკვნაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მმართველი პარტიის მიერ ბოლოს გაკეთებული შეთავაზება, რომლის თანახმადას 2024 წლიდან ქვეყანა სრულად პროპორციული წესით აირჩევს პარლამენტს, ხოლო 2020 წელს არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლება საარჩევნო ბლოკებსაც და საარჩევნო ბარიერი იქნება 3%. კომისია აღნიშნავს, რომ ეს შეთავაზება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან კონსენსუსის მიღწევის გზაზე. ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითადაა შეფასებული ყველა საკითხი, რომელთა გამო ოპოზიცია და არამხოლოდ, მთელი წელი გვაკრიტიკებდა. ყველა ეს საკითხი შეფასდა, როგორც ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42