კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის საკვანძო საკითხებზე შენიშვნები არ აქვს
პოლიტიკა - 20:45, 22 Sep, 2017     886

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მიიღო. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ვენეციის კომისიიის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უაღრესად დადებითად არის შეფასებული.

„დასკვნაში არის აღნიშნული შემდეგი, ვციტირებ: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს.“- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დასკვნაში დადებითად არის შეფასებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა, ასევე 5%-იანი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდგომი არჩევნებისთვის ამოქმედდება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიას არ აქვს არცერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლება-მოსილებები, უშიშროების საბჭოს გაუქმება, თავდაცვის საკითხების და მთავრობის მოწესრიგება.

„ვენეციის კომისია ძალაში ტოვებს რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც რამდენიმე არასაკვანძო საკითხს ეხება. პირველი ეს არის რეგიონული პარტიების აკრძალვა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია, მიგვაჩნია, რომ ტერიტორიული ნიშნით პარტიების ჩამოყალიბება, კონსტიტუციით უნდა იყოს აკრძალული. ჩვენ ვიცით როგორია ქართული კონსტექსტი. მეორე რეკომენდაცია ეხება იმას, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში არ უნდა მონაწილეობდეს, ჩვენთვის ეს რეკომენდაციაც იყო მიუღებელი, ვფიქრობთ მოსამართლეები მაღალი ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდნენ და ეს რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული. მესამე რეკომენდაცია ეხებოდა საზოგადოებრივი გაერთიანებების ლიკვიდაციას, აქ შეიძლება იყოს თარგმანის პრობლემა და შესაძლოა ერთმანეთშია აღრეული ლიკვიდაცია და აკრძალვა. ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს საკითხიც სათანადოდაა მოწესრიგებული კონსტიტუციით, მეოთხე რეკომენდაცია დაკავშირებულია რწმენის თავისუფლებასთან, ამ რეკომდაციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის საკითხები არ უნდა გახდეს რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ახალი რეგულაციები ამ კუთხით სტანდარტებს შეესაბამება. შემდეგი რეკომენდაცია ვენეციის კომისიას ქონდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არჩევნების ბათილად ცნობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით ქართული რეალობა და პრაქტიკა და ამის გათვალისწინებით შევიდა ცვლილებები კონსტიტუციაში. კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტის ზედა პალატის შექმნას, აქაც ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები, ამ პალატის ფუნქცია ჩვენი ტიპის ქვეყანაში შეიძლება იყოს რეგიონალური წამომადგენლობის უზრუნველყოფა , იმ პირობებში როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, ბუნებრივია, ყოველგვარ აზრსაა მოკლებული ზედა პალატის არსებობა. კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხებოდა მიწის საკითხს, ეს საკითხო მოწესრიგებულია ახალი რეგულაციებით, აქედან გამომდინარე ჩვენ ძალაში ვტოვებთ ამ რეგულაციებს, რომლითაც იზღუდება არამოქალაქეებზე მიწის გასხვისება“- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი და ვენეციის კომისია მომავალშიც ნაყოფიერად ითანამშრომლებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42