სემეკმა 4 თბოელექტროსადგურს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა
პოლიტიკა - 14:36, 22 Sep, 2017     862
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 4 თბოელექტროსადგურს 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა. ცვლილების მთავარ მიზეზად ვალუტის კურსი დასახელდა. სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას თქმით აღნიშნული სადგურებისთვის ტარიფების დადგენა, 2016 წლის დეკემბერში, ვალუტის კურსის 2,78 ლარის გათვალისწინებით მოხდა, შესაბამისად დღეს სხვა კურსის არსებობის გამო განხორციელდა კორექტირება.

კორექტირების მოთხოვნით ჩვენ 4-ვე თბოელექტროსადგურმა მოგვმართა აგვისტოში და დღეს შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება. სემეკის გადაწყვეტილებით ოთხივე თბოელექტროსადგურისთვის ტარიფები შემცირებულია - მაქსიმალური შემცირება 4 თეთრია, ხოლო მინიმალური ერთ თეთრამდე. შესაბამისად, ამ შემცირებული ტარიფით თბოელექტროსადგურები ელექტროენერგიას მიაწვდიან ელექტროსისტემას წლის ბოლომდე", - განაცხადა მილორავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა დღევანდელი გადაწყვეტილება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე, მილორავამ უპასუხა, რომ სამომხმარებლო ტარიფზე ყველა კორექტირება მოქმედებს.

,,როდის მოხდება ეს კორექტირების ასახვა სამომხმარებლო ტარიფზე, ეს მეთოდოლოგიით ძალიან ცხადადაა განსაზღვრული, შესაბამისად, ჩვენ როდესაც დავადგენთ სამომხმარებლო ტარიფებს, აუცილებლად გავაკეთებთ აქცენტებს, მოქმედებს თუ არა კორექტირებული ნაწილი იმ კონკრეტულ შემთხვევაში სამომხმარებლო ტარიფზე." - განაცხადა ირინა მილორავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42