„2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა შეუძლებელი გახდა კონკრეტული გარემოებების გამო, მთავარი გარემოება იყო ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნა, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებშიც კი, თუ ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავიდოდით. მსგავსი კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების პირობებში, 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ბუნებრივია, შეუძლებელი გახდა და ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა მანამდეც იცოდნენ. ჩვენთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო და ეს მიზანი მიღწეულია. მართალია, შემდეგი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება , მაგრამ 2020 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო ცვლილებები სრულფასოვნად ამოქმედდება და 2020 წლის შემდეგ, არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით",- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






