ლვოვის რაიონულ სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესისი ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საუბარია საზღვრის უკანონო კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. პროცესზე მესაზღვრეებმა პოლონეთი-უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მტკიცებულებები უნდა წარადგინონ.
"სასამართლო სხდომაზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება. პროცესზე მოვა პოლკოვნიკი ეგოროვი, რომელიც საზღვარზე იმყოფებოდა და მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებოდა. სწორედ მან განაცხადა, რომ შეგინის გამშვები პუნქტი დანაღმულია. ასევე განხილული იქნება დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითავ, ცხადი გახდება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობა დანაღმვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.
სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სასამართლო დღესვე გამოიტანს. არსებობს ნიშნები იმისა, რომ მოსამართლე ჩქარობს. ჩემი აზრით, ეს შესაძლოა საქმის რეზონანსულობის გამო ხდება, თუმცა არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაიმე სახის უკანონო დაინტერესება არსებობს. მსგავსი შემთხვევების დროს მოსამართლე პროცესს ერთი თვის შემდეგ ნიშნავს, ჩვენს შემთხვევაში განხილვამდე სულ რამდენიმე დღე გვქონდა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" იურისტმა, პაველ ბოგომაზოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






