გიორგი მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
პოლიტიკა - 10:09, 22 Sep, 2017     810

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებითი ღონისძიებების განახორციელებას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრძანება ძალაში დღეს შევიდა.

ბრძანების შესაბამისად, სამართალდარღვევების პრევენციის, ასევე, მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და რისკების მუდმივი შეფასებისათვის საპოლიციო ძალების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვას და მათი ჩატარების ორგანიზებას.

წელს, პირველად, შს მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან არჩევნების დღემდე, პასუხისმგებელი ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ:

წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის სათანადო ზომების მიღებას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებას, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსალოდნელია ძალადობა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სხვაგვარი დარღვევა, რაც საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესს.

კენჭისყრის დღეს - 21 ოქტომბერს პასუხისმგებელი ჯგუფები სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ:

  • საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 59-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ტერიტორიული ჯგუფების მართვაში არსებული საპოლიციო ძალების მეშვეობით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განახორციელებას, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.
  • საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მეშვეობით, კენჭისყრის შენობაში პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას.

ბრძანება, ასევე, ითვალისწინებს პოლიციელთა ვალდებულებას, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42