„ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპი - ოპოზიცია თბილისის მერიის ვიდეორგოლს აფასებს
პოლიტიკა - 19:16, 21 Sep, 2017     3334
ოპოზიცია მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებს.

სარეკლამო ვიდეო რგოლზე, რომელიც მერიის დაკვეთითაადამზადებული და მერიისვე დაფინანსებით ქართულ ტელესივრცეში მოხვდა. რგოლი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მოტივითაა შექმნილი, თუმცა მასში ნაჩვენებია ობიექტები რომელთა მშნებელობა-რეაბილიტაცია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელდა. რამდენადაც ვიდეო რგოლი არ ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას გარკვეული სიახლეების ან გადაუდებელი გარემოებების შესახებ, არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ მერია კონტექსტუალურად სწორედ "ქართული ოცნების" კამპანიას აფინანსებს.

„გაყალბება მიმდინარეობს, გაყალბების პროცესი არ არის მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ ისიც, თუ როგორ გამოიყენება წინასაარჩევნო პერიოდში, პირველ რიგში, ადმინისტრაციული რესურსი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან. ეს არის „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპი,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კალანდაძემ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ამ რგოლით, ხელისუფლება საკუთარი საქმიანი იმიჯის შექმნას ცდილობს.

„ღიმილის მომგვრელია, თბილისის მმართველი გუნდი მოსახლეობას მხოლოდ ბრიყვული გამონათქვამებით თუ გამოადგება და ნამდვილად არა გაკეთებული საქმეებით,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ისინი საარჩევნო კამპანიას კანონის სრული დაცვით ახორციელებენ.

„ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ჩვენ კანონის სრული დაცვით ვახორციელებთ ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას,“ - აცხადებს მმართველი გუნდის საარჩევნო სია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42