ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 18:44, 21 Sep, 2017     953
20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, რომელზედაც განხილულ იქნა კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი.

სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა. საქართველოს მხარეს შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა წარმოადგენდნენ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან.

ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას საქართველოს წარმომადგენლებმა მოკავშირეებსა და ალიანსის ხელმძღვანელობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკისა და კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს.

მოკავშირეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე ერთგულება. წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოთქვეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები. მოკავშირეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს საქართველოს კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ჩართულობისა და შერიგების მიზნით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მნიშვნელობას. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ფართო დღის წესრიგი.მოკავშირეებმა შეხვედრაზე დაადასტურეს ნატო-ს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, აღნიშნეს ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და საქართველოს ინტეგრაციის პროცესში პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42