სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩინეთში ქართული ღვინის მუზეუმი „სარკმელი საქართველოსკენ“ გახსნა
პოლიტიკა - 13:13, 21 Sep, 2017     1321
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წეჯიანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრში, მაღალი კლასის სასტუმროში „შანგრილა“ განთავსებული ქართული ღვინის მუზეუმი „სარკმელი საქართველოსკენ“ გახსნა. მუზეუმში წარმოდგენილია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურისა და ისტორიის ამსახველი მასალა და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა.

როგორც ლევან დავითაშვილმა მუზეუმის გახსნაზე განაცხადა, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული და ბიზნესურთიერთობების განმტკიცება ფრიად მნიშვნელოვანია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.

„ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი უნიკალურობით. საქართველოში იწარმოება 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. მისასალმებელია, რომ ჩინეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. იმედი გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიური გახდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქართული კულტურის მუზეუმი კომპანიის „სუოლუნი“ გენერალური დირექტორის, ი შიაო ჯუნისა და „სინგუან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. ი შიაო ჯუნი უკვე ორი წელია ჩინეთში ქართული ღვინის სახლების ქსელს ფლობს.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ქართული ღვინის მუზეუმის გახსნა ქართული ღვინის უნიკალურობამ და ქართული კულტურის მიმართ სიყვარულმა და პატივისცემამ გადააწყვეტინა.

ჩინელი ბიზნესმენი მომავალში ანალოგიური ტიპის ქართული ღვინის მუზეუმების გახსნას ჩინეთის დიდ ქალაქებში – შანხაისა და პეკინში გეგმავს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ქართული ღვინის სახლის გახსნას საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე აგრარულ საკითხებში ბატონი ოთარ დანელია, კახური ტრადიციული მეღვინეობის გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42