პრეზიდენტმა "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცე გახსნა
პოლიტიკა - 13:11, 21 Sep, 2017     1059
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცე გახსნა.

საქართველოს პრეზიდენტს, ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილსა და პრეზიდენტის მრჩევლებს ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა უმასპინძლა, "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში განთავსებული მაღალტექნოლოგიური გამოფენა დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ "სილიკონ ველი თბილისი" პარტნიორებთან - NASA, NATO, IBM, HP, SPLUNK, QLIK უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას გეგმავს, როგორიცაა: ქართული ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა განათლებაში, ნივთების ინტერნეტი, მეგამონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია, კიბერუსაფრთხოება, კოსმოსის ათვისების გლობალური პროგრამა.

საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც "სილიკონ ველი თბილისის" მიერ განხორციელებულ გლობალურ პროექტებში ჩაერთვებიან.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს ახალი შესაძლებლობები არის ის, რაც ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო ნათლად და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე. საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების, გამორჩეული ინდივიდების მიღწევების და წარმატების ხარჯზე. ყოველთვის ამით ვადგენდით ჩვენ იდენტობას.

"სწორედ ნოვატორები რეალურად წაწევენ წინ კაცობრიობის ცოდნას. ამ ადამაინებმა შექმნეს მეცნიერება, ამ ტიპაჟებმა შექმნეს განსხვავებული ხედვების მთელი სპექტრი, რომლის მომსწრეც დღეს ჩვენ ვართ.

არასდროს არ შეგეშინდეთ იყოთ აბსოლუტურად, რადიკალურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს არ შეგეშინდეთ იყოთ კლიშეების დამგრევი, არასდროს არ შეგეშინდეთ უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმა. სწორედ ამ არაორდინალური შეხედულებების, არასტანდარტული ხედვის შედეგად იქმნება ახალი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და არაერთი პროექტის თანადამფინანსებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42