"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 19 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ პოლიტიკური ლიდერების ნაწილის, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
ეკა გიგაურის განცხადებით, დეპუტატების მხრიდან არაკორექტული განცხადებები და შეფასებები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დისკრედიტაციას ემსახურება.
გიგაურის თქმით, რიგით მეხუთე ანგარიშს მწვავე და არაკორექტული შეფასებები მოჰყვა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ისინი თავს უყრიან და ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც ისედაც განთავსებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების ვებგვერდებზე .
"ანგარიშში წარმოდგენილი ყველა მონაცემი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და ასევე პარლამენტის წევრთა მიერ შევსებულ დეკლარაციებს, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. წარმოდგენილი ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გადამოწმება. მიუხედავად მწვავე შეფასებისა, არც პარლამენტის თავმდჯომარეს და არც სხვა დეპუტატების მხრიდან არ დასახელებულა არც ერთი ფაქტობრივი შეცდომა ჩვენს ანგარიშში", -განაცხადა ეკა გიგაურმა.
მისი თქმით, ყველა კომპანია, რომელიც ნახსენებია კვლევაში, საჯარო რეესტრის ბაზაში "აქტიურის" სტატუსით იძებნება .
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ანგარიშის გამოქვეყნებას პარლამენტის ორი წევრის მხრიდან უკვე მოყვა სათანადო რეაგირება. კერძოდ,"ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ და მამუკა ჩიქოვანმა "ევროპული საქართველოდან" მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
იმედს ვიტოვებთ,რომ საქართველოს პარლამენტის წევრები მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებით არ შემოიფარლგებიან და ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შესაბამისად კანონით დადგენილ სამართლებრივი რეაგირების ზომებს მიმართავენ" - განაცხადა ეკა გიგაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






