„მსგავსი მოცულობითი სამუშაოები პეკინის ქუჩაზე ბოლო 50-60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. მე მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ მასშტაბური პროექტის წარმატებით დასრულება“ - განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიამ პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის კომპანიებს „Gwp“-სა და „Black Sea Group“-ს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ორივე კომპანიამ სამუშაოების მიმდინარეობისას უდიდესი კორპორაციული პასუხისმგებლობა, კოორდინირებული მუშაობა და პროფესიონალიზმი აჩვენა.
„გარდა „Gwp“-ის და „Black Sea Group“-ისა, მინდა მადლობა გადავუხადო მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, განსაკუთრებით კი, სამსახურის უფროსს - გივი კუბლაშვილს და მის მოადგილეს - ჰამლეტ ჟიჟიაშვილს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ პეკინის რეაბილიტაციის წარმატებით დასრულებისათვის. ასევე დიდი მადლობა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა თბილისელებსაც გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






