„არსებული კონფლიქტების გადაწყვეტა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახლის გაჩენა. ჩვენ მკაცრად უნდა დავიცვათ პრინციპები, რომელზეც დაფუძნებულია ევრობის უსაფრთხოების წესრიგი. დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას პატივს უნდა სცემდეს ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაციაც.“- განაცხადა ბეიონისმა.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით აუცილებელია, რომ რუსეთმა მეზობელ ქვეყნებზე განხორციელებლი აგრესიული ქმედებებისთვის პასუხი აგოს:
„რუსეთის გაუმართლებელი აგრესია მისი მეზობლების მიმართ წარმოადგენს უსაფრთხოების საერთაშორისო წესების სერიოზუ დარღვევას. ყველა აგრესორი, რომელიც ხელს უწყობს და მხარს უჭერს ამ კონფლიქტებს, პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის“- აღნიშნა რაიმონდს ვეიონისმა.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით გაერო ჩართული უნდა იყოს ოკუპირებული აფხაზეთისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტების მოგვარებაში.
"ლატვია მიიჩნევს, რომ გაერო და ყველა სხვა რელევანტური რეგიონული აქტორი, ჩართული უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში" - განაცხადა ვეიონისმა.
მასალის გამოყენების პირობები






