ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო რეჟიმზე გადასვლას აპროტესტებს. პარტიის ლიდერები დღეს პარლამენტში "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას გეგმავდნენ, თუმცა რეჟიმის ცვლილების გამო გეგმები შეეცვალათ.
„ფაქტობრივად მოატყუა მთელი მოსახლეობა კალაძემ, როდესაც ატეხა პანიკა და ამბობდა, რომ საქართველო გაიყინებოდა თუ რუსეთიდან გაზს არ შემოვიტანდით. 7 თვის განმავლობაში ფეხს ითრევდა პარლამენტი, რომ კალაძის საკითხი დიდ ტრიბუნაზე გამოსულიყო. ახლა უნდათ როგორმე არჩევნებამდე ეს თემა მიაჩუმათონ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ენერგეტიკის ყოფილ მინისტრის და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატთან კითხვები აქვს "ევროპულ საქართველოსაც".
„ეს არის უკიდურესად ფინანსურად წამგებიანი სახელმწიფოსთვის. წამგებიანი ქართველი მოსახლეობისთვის, ვინაიდან ამან გამოიწვია რუსული გაზის გაძვირება ქართველი მომხმარებლისთვის და საბოლოო ჯამში, გაზრდილი ფასი უნდა გადაიხადოს ქართველმა მომხმარებელმა,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






