საკანონმდებლო ორგანო დღეიდან საარჩევნო რეჟიმზე გადადის და თვითმმართველობის არჩევნემადე მუშაობას წყვეტს.
საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, სექტემბრის ბოლოს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბოს და ქვეყნის მთავარი კანონი მესამე მოსმენით მიიღოს.
მანამდე კი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა ვენეციის
„კონსენსუსის საკითხთან მიმართებაში შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რაც იცით ასევე, რომ იყო ოპოზიციის იმ პროვოკაციული მოქმედების შედეგად, რაც მათ ამ თვეების განმავლობაში განახორციელეს. საბოლოო ჯამში, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ტექსტი არის კარგი, კონსტიტუციური უმრავლესობით მიღებულ კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას, არანაირი პრობლემა არ ექნება,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებაზე საუბრობს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთპარტიულად და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნების წინააღმდეგ იღებს კონსტიტუციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ჩიხში და არ დატოვებს ნორმალური პოლიტიკურ სივრცეს,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
საპარლამენტო უმრავლესობას პოლიტიკური პროცესის ჩიხში შეყვანაში ადანაშაულებს „ევროპული საქართველოც“.
„აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციასთან დაკავშირებით თავიდანვე ნათელი იყო და სწორედ ამიტომ იყო ჩვენი მოწოდებები მმართველი გუნდის მიმართ, რომ შემოსულიყვნენ დიალოგში ჩვენთან, რომ მოგვეძებნა ის საკითხები, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა კომპრომისის მიღწევა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მხრიდან არცერთ ეტაპზე არ იყო მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი შეხვედრა ყოფილიყო,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






