საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ტერორიზმში ბრალდებული პირების პატრიარქის რეზიდენციაში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.
ელჩი ადასტურებს, რომ ოფიციალური ანკარა ამ დრომდე ელოდება საქართველოდან ერთ-ერთი ბრალდებულის ექსტრადიციას.
შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ბრალდებული ორი პირიდან ერთი ამჟამად უკვე თურქეთშია.
ისინი ქართველმა სამართალდამცველებმა მეზობელი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.
„ამ პიროვნებებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ ბრალად და მათი თურქეთში ექსტრადიციის პროცესი თურქული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. ჩვენ ქართულ მხარეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია მივაწოდეთ. ორივე პირი საქართველოში სამართალდამცველებმა 2016 წლის გაზაფხულზე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი უკვე გადაეცა თურქულ მხარეს. მეორე პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით კი, პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და ვფიქრობ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში შევიტყობთ,” - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
მასალის გამოყენების პირობები






