,,საქართველო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა!
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კვლევის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება ჰაერის დაბინძურების გამო. 100 000 ადამიანზე - 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 % ავტომობილების გამონაბოლქვზე მოდის.
საჭიროა ტრანსპორტის სექტორში ძირეული რეფორმების გატარება. სამწუხაროდ, ამ პრობლემის გადაჭრის პოლიტიკური ნება არ ჩანს. განცხადებების გარდა, არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გვინახავს, ამიტომ საჭიროა საზოგადოებამ ანუ ყველამ ერთად კატეგორიულად მოვითხოვოთ ამ პრობლემის გადაჭრა.
წესით, ჯანდაცვის სამინისტრო ზუსტად ისე უნდა აფრთხილებდეს ხალხს, როგორც თამბაქოს მოწევის შემთხვევაში:
"თბილისში ცხოვრება საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას", "თბილისში ცხოვრება იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს", "თბილისში ცხოვრება საფრთხეს უქმნის თქვენს ნაყოფს", "თბილისში ცხოვრება იწვევს ფილტვის კიბოს", "თბილისში კვდებიან ადრე" და ა.შ. გაიღვიძეთ მეგობრებო და გაინძერი მთავრობავ, შავ ბოლში ვცხოვრობთ, ვიხრჩობით!“ - წერს დავით მესხიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






