"თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 05 სექტემბერს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებული გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), საქართველოს პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კვალიფიკაციის ნაწილში, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






