„რა თქმა უნდა პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. პრეზიდენტმა ასევე გვითხრა რა ეტაპზეა ეს პროცესი, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. გარკვეული ეტაპის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტი პრეზიდენტამდეც უნდა მივიდეს, ის შესაბამის დროსა და მისი ძალაუფლების გათვალისწინებით, გადაწყვეტს როგორი იქნება პასუხი. ჩვენ როგორც ევროპარლამენტის დელეგაციამ ჩვენის მხრივ პრეზიდენტს მივაწოდეთ ინფორმაცია , ჩვენი ჩართულობის შესახებ ამ პროცესებში, ის რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიას და დასკვნას, რომელსაც ის გამოაქვეყნებს. ვაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები და ვიმედოვნებთ, რომ პროცესის დასასრულს ყველა ქართველის ინტერესი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად გათვალისწინებული იქნება. ამაში ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე, არასამთავრობო სექტორი, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ყველა ეს მხარე გაერთიანდეს საბოლოო შედეგის მისაღწევად“- განაცხადა საჯად კარიმმა.
მასალის გამოყენების პირობები






