" დაისაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ არის ჩემი შვილი" - ელისო კილაძე საქმეში მონაწილე პოლიციელების გათავისუფლებას ითხოვს
პოლიტიკა - 18:05, 20 Sep, 2017     1659
"ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თვლის, რომ შს მინისტრმა გონიერი გადაწყვეტილებას უნდა მიიღოს და ყველა იმ პირს გაათავისუფლებს, ვინც მისი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებაში მონაწილეობდა.

კილაძის თქმით, სასამართლომ განაჩენით თქვა, რომ ხარშილაძე "უდანაშაულოა და მას ნარკოტიკი ჩაუდეს".

"არ ვიცი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი რა არის. ეს არის არასაკმარისი მტკიცებულებები თუ საერთოდ მტკიცებულებების არ არსებობა. მე იმედს ვიტოვებ, რომ შს მინისტრი თავის გადაწყვეტილებებში ამჯერად გონიერი იქნება და ყველა ის პირი, რომელიც ჩემი შვილის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურიდან გათავისუფლდება და დაისჯება. უნდა შეიქმნას პრეცედენტი იმისა, რომ უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი დაისაჯოს 6 თვის განმავლობაში ვამტკიცებდი, რომ ჩემი შვილი არის უკანონო პატიმარი, მას ნარკოტიკები ჩაუდეს და დაისაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ არის ჩემი შვილი და გაზეთ "ქრონიკა+"-ის თანამშრომელი. შინაგანად ველოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. 2 პოლიციელის გარდა საქმეში არ იყო არც ერთი მტკიცებულება და არსებობდა ვიდეომასალა, რომელიც მკაფიოდ ადასტურებდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი, რამაზ თარაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა ჩემი შვილის დაკავების ოპერაციას. მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში სასამართლოს, რომ ის პოლიტიკური ზეგავლენებისგან აშკარად თავისუფალია. ამის პირველი ნიშანი იყო, რომ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ საკუთარი ინიციატივით გადახედა აღკვეთის ღონისძიებას და გაათავისუფლა ჩემი შვილი პატიმრობიდან და გამოჩნდა დღევანდელი გადაწყვეტილებით, როდესაც თავისუფალმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება დავით ხარშილაძის გამართლების და დაადადტურა ის, რასაც 6 თვის განმავლობაში ვამტკიცებდი", - აღნიშნა ელისო კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42