ნატო ჩხეიძე: „ხელისუფლება ვალდებულია, ხალხის საპროტესტო ხმა გაითვალისწინოს!“
პოლიტიკა - 17:40, 20 Sep, 2017     1957
„ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, განა, აღარ უნდა დადგეს დრო, როცა შესაბამისი უწყებები ერთმანეთისგან გაარჩევენ ხულიგნობასა და სოციალურ პროტესტს?“ - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტის სხდომაზე 19 სექტემბერს, საღამოს, პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სამართალდამცავებმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე შიმშილობენ, ბანერის დადგმის უფლება არ მისცეს.

„საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებაა პროტესტის გამოხატვა სიტყვით, უსიტყვოდ, წერილობით. ბანერი სწორედ პროტესტის გამოხატვის წერილობითი ფორმაა, რასაც სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ და მხოლოდ აქციის მონაწილეების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ მისცეს მათ ამის უფლება, რასაც შეეწირა „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტის, ბეჟან გუნავას თავისულება, რომელიც დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით“, - აღნიშნა დეპუტატმა და იმედი გამოთქვა, რომ გუნავას აბსურდული ბრალდება მოეხსნება.

ჩხეიძის თქმითვე, ასეთი მოქმედებები, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში, ხელისუფლების მხრიდან უხეში ტაქტიკური შეცდომაა.

„ხელისუფლება ვალდებულია, მოისმინოს, მოითმინოს და გაითვალისწინოს კიდეც მოქალაქეების კრიტიკული შენიშვნები, ხალხის საპროტესტო ხმა და მოუწოდოს სამართალდამცავებს, რომ კონსტიტუცია ისე უხეშად არ დაარღვიონ, როგორც გუშინ დაარღვიეს და მხოლოდ კანონიერების ჩარჩოში იმოქმედონ,“ - აღნიშნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატნმა ნატო ჩხეიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42