მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც სანდრო ბრეგაძემ მედიას დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნო ასე გამოიყურება:
-სისტემა უნდა დაინგრეს – შეწყდეს ქვეყნის არაფორმალური მმართველობა უცხოეთიდან, რადგან „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“.
-აიკრძალოს სოროსის მოღვაწეობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს უცხოეთიდან ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციების დაფინანსებას.
-ყოველგვარი წინაპირობის და გამონაკლისის გარეშე აიკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა უცხოელებზე.
-რადიკალურად გამკაცრდეს საიმიგრაციო კანონი და მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ კანონმდებლობასთან, ხოლო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი ყველა პირი გაძევდეს საქართველოდან.
-საბანკო კანონი მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ კანონმდებლობასთან. საბანკო მევახშეებსა და სექტორს დაუწესდეს პროცენტის ზედა ზღვარი. ასევე, შეწყდეს გამოსახლებები.
-შეიცვალოს საარჩევნო კანონი და სისტემა. შემუშავდეს ახალი კანონი ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით.
-აღდგეს სამართლიანობა და ხალხს დაუბრუნდეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება. აიკრძალოს და ყველა არჩევნებიდან მოიხსნას დამნაშავე ნაციონალური მოძრაობა.
სანდრო ბრეგაძის თქმით შიმშილობის დასაწყებად მზად არის მისი 300 თანამოაზრე, რეგიონის მაცხოვრებლების შემომატების შემთხვევაში კი ეს რიცხვი შესაძლოა 1000 მდე გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები






