საკონსტიტუციო ცვლილებები - პრეზიდენტისა და ოპოზიციის ერთობივი დოკუმენტი აღნიშნულ საკითხზე, რომელიც ვენეციის კომისიას გადაეგზავნა განხილვის საგანი გახდა. დოკუმენტს მმართველი გუნდი „სერიოზულად არ აღიქვამს“ და არსებული ვარიანტის მესამე მოსმენით მიღებას გეგმავს. პრეზიდენტი კი უმრავლესობას დიალოგისა და კონსესუსისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„TV პირველის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა:
„შეიძლება ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილში, ეს პრეზიდენტის ბოლო მცდელობა იყო მიეღწია კონსესუსისთვის პოლიტიკურ სპექტრს შორის, ეს იყო პრეზიდენტის ბოლო მცდელობა, რომ „ქართული ოცნება“ არ დაემსგავსოს ავტორიტარულ რეჟიმს და არ მიიღოს ავტორიტარული გადაწყვეტილება, ერთის მხროვ როდესაც ის საუბრობს დემოკრატიულ პროცესზე, მსგავსი მცდელობა პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა მთელი ამ რვა-ცხრა თვის განმავობაში, როდესაც მიმდინარეობდა საუბარი საკონსტიტუციო კომისიაზე, ახლა ძალიან მცირე შანსია დარჩენილი ტანხმობის, პრეზიდენტია მ მცირე შანსსაც ეჭიდება მაქსიმალურად, ეს შესაძლებლობაა რაც უნდა გამოვიყენოთ. ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი პულტების ძალაუფლლება გამოიყენეს, ავტორიტარული მეთოდებით ბრძოლაში, როდესაც ერთპარტიულად მიიღეს კონსტიტუცია ორი მოსმენით,ა ხლა საუბარი ტანხმობაზე უჭირთ, რადგან თანხმობა მათთვის უცხოა.
რეალურად დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა პოლიტიკური პარტიების თანხმობით, პრეზიდენტის ინიციატივით, უკვე კომპრომისულია, ვინაიდან ეს ეყრდნობა უმრავლესობის მიერ ორი მოსმენით მიღებუ კონსტიტუციას, თავისთავად კომპრომისი უკვე დაშვებულია აქ და არის რამდენიმე ძირითადი საკითხი.
ეს არანაირად არ არის ალტერატივა ეს წინადადება, რადგან ეყრდნობა მეორე მოსმენით მირებულ კონსტიტუციას, ალტერნატივა ნიშნავს სრულიად ახალ ვერსიას. პოლიტიკურ პარტიებსაც, განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, მაგრამ კონსესუსი სწორედ ეს არის, რომ შეგიძლია რაღაც დათმო ამისთვის, ეს დათმობა შედგა. ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს მარტივი ალტერნატივა, ან მიიღოს ერთი პარტიის კონსტიტუცია, ან მიიღოს კონსტიტუცია კონსესუსის საფუძველზე.
ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, შეგვიძლია გავაგრძელოთ 9 თვიანი პრაქტიკა და ვაკრიტიკოთ პრეზიდენტის ყველა ქმედება, ერთხელ მაინც ხომ შეიძლება რეალობა შევაფასოთ არა პულტებზე ყურებით.
რაც უფრო ნაკლებად იფიქრებს „ქართული ოცნება“ და რაც უფრო ნაკლებად დაეყრდნობა იმ შეხედულებებს, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, რაც უფრო ნაკლებად დაეყრდნობა „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ იყვნენ, მანამდე აღორძინებასა და მოქალაქეთა კავშირშიც იყვნენ, ვგულისხმობ მაჟორიტარების დიდ ნაწილს, რაც უფრო ნაკლებად დაეყრდნობა მათ მერკანტილურ მოსაზრებებს და უფრო მეტად პოლიტიკურ განვითარებასა და დემოკრატიის განვითარებაზე იფიქრებს, კონსუსის შანსი უფრო მაღალი იქნება ამ შემთხვევაში. ჯანსაღი პოლიტიკური გადაწყვეტილების იმედი მე მაქვს, ჯანსაღი პოლიტიკური გადაწყვეტილება უზრუნველყოფს კონსესუსს, როდესაც პირველ რიგში მოიგებს ქართული დემოკრატია, არა რომელიმე პოლიტიკური პარტია და რომელიმე სახელმსიფო ინსტიტუტი, ეს უნდა გავიაზროთ და არ ვიფიქროთ რაიმე ხელის გადაგრეხვის პოლიტიკაზე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






