პარლამენტმა აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი დაამტკიცა
პოლიტიკა - 16:06, 20 Sep, 2017     1736
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ირაკლი მექვაბიშვილის ბიოგრაფია გააცნო და აღნიშნა, რომ წარდგენილ კანდიდატს საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს-მათ შორის, ეროვნულ ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.

„ბატონ ირაკლი მექვაბიშვილს აქვს ძალიან მდიდარი ბიოგრაფია. მას აქვს საფინანსო ინსტიტუტებში, მათ შორის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბატონი ირაკლი წლების განმავლობაში გახლდათ ეროვნული ბანკის მაღალი რანგის თანამშრომელი. წლების განმავლობაში მას ეკავა მაღალი პოზიციები კერძო სექტორში და დღემდე, მას ეკავა მაღალი თანამდებობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში. ის გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებული დირექტორი და მთავარი ბანკირი.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორისთვის წარდგენილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„გენერალურ აუდიტორს უნდა ახასიათებდეს ისეთი თვისებები, როგორიც არის მაღალი კვალიფიკაცია, ასევე, მიუკერძოებლობა, პატიოსნება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ეს თვისება ახასიათებს ბატონ ირაკლის. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან თამამად წარმოგიდგინოთ გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად ბატონი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი 80 ხმით აირჩია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42